გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ზურაბ პატარაძემ ბარცხანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

20-03-2018


 აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქალაქ ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად ბარცხანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

თამარ მეფის გამზირსა და ნონეშვილის ქუჩის დარჩენილ მონაკვეთზე II ფენა ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე მოწყობილია სანიაღვრე სისტემა. მოსახლეობის თხოვნის გათვალისიწნებით, ღია სანიაღვრე არხი დაიხურა. ასევე დამონტაჟებულია ბაზალტის ბორდიურები და დეკორატიული ფილები ტროტუარზე.

სამუშაოები ბარცხანის ქუჩების კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული 18 ქუჩიდან 16 უკვე კეთილმოეწყო.

სამუშაოების ღირებულება ჯამში 4 მილიონ 479 ათას ლარს შეადგენს. ბარცხანის ქუჩების კეთილმოწყობას ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ბონდი 2009“ ახორციელებს.