გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კასპში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს სურსათის პაკეტები დაურიგდათ

26-02-2021

კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არამალფუჭადი პროდუქტები დარიგდა.

პროდუქტების დარიგების პროცესს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და მისი მოადგილე თამაზ ტატანაშვილი ადგილებზე გაეცნენ.

მუნიციპალიტეტის 26 საბავშო ბაღის1433 აღსაზრდელზე 10 დასახელების პროდუქტი დარიგდა: ბურღულეული, რძის პროდუქტი, ცხიმი, ხილი.

"ამ ეტაპზე თვენახევრის მარაგი მიიღეს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცავით მიმდინარეობდა. პროდუქტის გაცემის გადაწყვეტილება, ქვეყანაში COVID-19 გამო შექმნილ საგანგებო მდგომარეობას უკავშირდება" - აღნიშნა კასპის ვახტანგ მაისურაძემ.