გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

41-ე ქვეითმა ბატალიონმა გეგმიური სწავლება ჩაატარა

1-03-2021

41-ე ქვეითი ბატალიონის “ალფა” ქვეითმა ასეულმა ურბანული სწავლება განახორციელა.

გეგმიური სწავლება ობიექტის დაცვასა და მოწინააღმდეგის ცეცხლზე რეაგირებას ითვალისწინებდა. ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციები განახორციელეს. ვაზიანის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებულ კულმინაციურ სწავლებაზე ტაქტიკური დავალების შესასრულებლად ბრძანებები და მითითებები მართვის პუნქტიდან გაიცა. სწავლების სცენარის მიხედვით სამხედროებმა მოწინააღმდეგის შეტევაზე რეაგირება განახორციელეს. სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფმა კი, სამედიცინო ევაკუაცია განახორციელა.

ქვედანაყოფმა გეგმიური სწავლება წარმატებულად ჩაატარა და დამკვირვებელ-შემფასებელი ჯგუფისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.