გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ბათუმში არასრულწლოვანს, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა, ავტომობილი დაეჯახა

20-03-2018

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, მოზარდს დაჟეჟილობა აღენიშნება. თვითმხილველების ინფორმაციით, არასრულწლოვანი ბაგრატიონის ქუჩაზე ველოსიპედით გადაადგილდებოდა, როდესაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსაგზაო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"