გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ლევან დავითაშვილი „ნამახვანჰესის“ შესახებ: თუ რაიმე გადაცდომა ან დარღვევა იქნება მშენებლობის მთელ პროცესში, ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები „ნამახვანჰესის“

5-03-2021

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქმედებს

კანონმდებლობის შესაბამისად. ამიტომ, თუ სადმე რაიმე გადაცდომა ან დარღვევა იქნება მშენებლობის მთელ პროცესში, ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები, მკაცრები და კანონის მოთხოვნების სრულ შესაბამისობაში იმოქმედებს სამინისტროს ყველა სამსახური. ვფიქრობ, რომ დღეს ხალხმა ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე მიიღო პასუხი - ეს არის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია, იმაზე თუ რა ტიპის გარემოზე ზემოქმედების რისკებს ატარებდა პროექტი. ამაზე ისაუბრეს საქართველოს წამყვანმა ექსპერტებმა და, ამავე დროს, მოქალაქეებს მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ რა ტიპის კვლევებზე იყო დაფუძნებული ამ ექსპერტების მოსაზრებები”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა ცაგერში მოქალაქეებთან გამართული შეხვედრის დროს.