გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ლანჩხუთის მერმა მეეზოვის პროფესიული დღე "კეთილმოწყობის და მომსახურების ცენტრში" დასაქმებულებს მიულოცა

6-03-2021

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა მეეზოვის პროფესიული დღე ა(ა)იპ ,,კეთილმოწყობის და მომსახურების ცენტრში" დასაქმებულებს მიულოცა.

"ამინდის მიუხედავად, გამთენიისას გამოდიხართ და იწყებთ ჩვენი პატარა ქალაქის დასუფთავებას. თქვენი ზრუნვა და ფუსფუსი მუდამ ეტყობა ქალაქს. პროფესიულ დღესთან ერთად გილოცავთ გაზაფხულის ულამაზეს დღესასწაულებს, დედისა და ქალთა საერთაშორისო დღეებს. მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე გისურვოთ" - განაცხადა, ალექსანდრე სარიშვილმა.

ლანჩხუთის მერმა, ა (ა) იპ ,,კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის" ხელმძღვანელ, დავით წულაძესთან ერთად თითოეულ მათგანს ყვავილები გადასცა.