გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

რუსთავში ბუნებრივი აირით სამი ადამიანი მოიწამლა

21-03-2018

რუსთავში, ვაჟა ფშაველას ქუჩის #8 საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირით სამი ადამიანი მოიწამლა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და საპატრულო პოლიცია. 

სასწრაფო სამდიცინო დახმარების ბრიგადებმა ინტოქსიკაციის სიმპტომებით სამივე პაციენტი კლინიკა ,,რუსთავში" გადაიყვანეს. 
როგორც ,,ინტერპრესნიუსს" კლინიკაში განუცხადეს, პაციენტების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. წინასწარი ინფორმაციით, ინტოქსიკაციის მიზეზი ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული წყლის გამათბობელი გახდა.

"ინტერპრესნიუსი"