გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

მამუკა მდინარაძე: უახლოეს პერიოდში ოპოზიციის წარმომადგენლები კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამენ

7-03-2021

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, აქვთ გარკვეული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უახლოეს დღეებში ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამენ.

„ჩვენ გვაქვს გონივრული მოლოდინი და გარკვეული, შეიძლება ინფორმაციებიც კი, ვთქვათ ეს გულწრფელად და გულახდილად, რომ უახლოეს დღეებში, მომდევნო ორი სამი დღის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამენ და დააყენებენ კონკრეტულ წინადადებებს, რომლებიც, როგორც ჩვენ ვამბობდით, იქნება მართლაც კომპრომისული, პრაგმატული და ამასთან დაკავშირებით შეიძლება მსჯელობა“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.