გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

გალში ინციდენტების პრევენციის ფარგლებში ოთხოზორიას მკვლელობის საქმეს განიხილავენ

21-03-2018

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში მორიგი შევხედრამიმდინარეობს.

როგორც ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყების წინ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კახაბერ ქემოკლიძემ განუცხადა, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეს დაეთმობა.

ოთხოზორიას მკვლელობის საქმეს ლოგიკური გაგრძელება არ მოყოლია და საერთაშორისო მონაწილეებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ აუცილებელია ბრალდებულის დასჯა და ამ საქმის ლოგიკურ ჭრილში დაბრუნება“, - განაცხადა ქემოკლიძემ.

გარდა ამისა, დღეს მხარეები ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებზე, მათ შორის, გიორგი ზარანდიასა და მიხეილ წურწუმიაზეისაუბრებენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხება ბოლო ერთი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე და ზოგადად, რეგიონში განვითარებულ მოვლენებს.

imedinews.ge