გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

წითელ ხიდზე არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს

12-03-2021

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „წითელი ხიდი", ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, გ.ა.-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტოტრანსპორტის დეტალური დათვალიერების შედეგად, 7 ცალი არადეკლარირებული მობილური ტელეფონი გამოვლინდა. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 10600 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 10600 ლარი შეეფარდა.