| « ნოემბერი 2025 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
15-03-2021
მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 654.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.0 პროცენტით ნაკლებია.
საქსტატის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 494.7 მლნ. აშშ დოლარი იყო (6.8 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1 159.3 მლნ. აშშ დოლარი (14.1 პროცენტით ნაკლები).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი 2021 წლის იანვარ-თებერვალში 664.6 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.2 პროცენტი შეადგინა.