გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

16-03-2021

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, სოფელ ღარში მდინარე რიონის კალაპოტის ფორმირება და ლოდნარის მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნულ მონაკვეთზე ასევე იგეგმება ბეტონის კუბების ჩალაგება.

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი მახათაძე და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი გივი ბენდიანიშვილი, მეწარმესთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ და გაეცნენ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.

აღნიშნულ სამუშაოებს შპს „იერი" ახორციელებს.