გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ჟოზეფ ბორელი: ეს შეხვედრა იყო შანსი შეგვეფასებინა საერთო თანამშრომლობის ასპექტები

16-03-2021

ეს შეხვედრა იყო შანსი შეგვეფასებინა საერთო თანამშრომლობის ასპექტები, ჩვენი ფართომასშტაბიანი აცრების შეთანხმება, - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, საუბარი ასევე იყო ამჟამინდელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

„როგორც ევროკომისარმა ბრძანა და კარგად იცის, საუბარი გვქონდა ამჟამინდელ პოლიტიკურ მდგომარეობაზე. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველომ კოვაქსიდან მიიღო დახმარება, უფრო მეტი იქნება ევროკავშირიდან დახმარების სახით. ჩვენ გვინდა, რომ ხავერდოვნად გაიაროს ქვეყანამ ეს სიტუაცია და მდგრადი მდგომარეობა იქნეს მიღწეული, აღდგენილი იქნეს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა", - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.