გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ამირან გამყრელიძე: მინდა მივმართო წმინდა სინოდს, რომ მათი როლი ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში განსაკუთრებულია

17-03-2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე თხოვნით მიმართავს წმინდა სინოდს, რომ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდონ, რადგან მათი როლი ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში განსაკუთრებულია.

„იცით რა რთული პერიოდი გვქონდა წინასააღდგომოდ, აღდგომის პერიოდი და აღდგომის შემდგომი პერიოდი, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იყო და ეკლესიის მოწოდებებმა ძალიან დიდი როლი ითამაშა მოსახლეობის დამყოლობაში. ახლაც ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა ვთხოვო მთლიანად წმინდა სინოდს, თითოეულ მღვდელმთავარს, რომ მათი როლი ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში განსაკუთრებულია. ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, ეკლესია ყოველთვის ეყრდნობა, მეცნიერულად დასაბუთებულ ფაქტებს და სწორედ ვაქცინაციის სიკეთე მეცნიერულად არის დადასტურებული, რომელიც გამოსცადა კაცობრიობის ისტორიამ“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.