გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

გორის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს

17-03-2021

გვიან ღამით, წმინდაწყლის დასახლებაში, ყოფილი საავადმყოფოს დანგრეული ფლიგელის კიბის უჯრედი ჩამოიშალა. პირველადი ინფორმაციით, ადგილზე არავინ დაშავებულა, რადგან ობიექტს მერიის მიერ დაქირავებული დაცვის სამსახური იცავს.

მერიის ბალანსზე ობიექტი გასულ წელს გადმოვიდა და ამ ეტაპზე სამხარაულის ექსპერტიზის მიერ ობიექტის ფასის დადგენა მიმდინარეობს, რათა გორის მუნიციპალიტეტის მერიამ შეძლოს მისი დანგრევის პირობით, გასხვისება.