გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელს მარინა კალიურანდს შეხვდა

17-03-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელს მარინა კალიურანდს შეხვდა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირს შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესს. მარინა კალიურანდმა პრემიერ-მინისტრს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის წარმატებული შედეგები მიულოცა და საქართველოს ევროინტეგრაციისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.

შეხვედრისას განიხილეს ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე პოლიტიკური დიალოგი. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ორივე მხარემ მიმართოს ძალისხმევა, რათა პროცესი წარიმართოს კონსტრუქციულ გარემოში და მიღწეული იყოს კონსენსუსი. ხაზგასმით ითქვა, რომ მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა საკუთარ ინტერესებზე მაღლა დააყენონ საქართველოს მოქალაქეების ინტერესები და თავიანთი ნაბიჯების გადადგმისას ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესებით იხელმძღვანელონ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით შექმნილ გამოწვევებს. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკა კონფლიქტის დარეგულირების პროცესში და ევროპარლამენტის მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.