გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ირაკლი ღარიბაშვილი მარინა კალიურანდთან შეხვედრის შესახებ: შევთანხმდით, რომ პოლიტიკურ დიალოგს დაინტერესებულ მხარეებს შორის არსებითი მნიშვნელობა აქვს

17-03-2021

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელ მარინა კალიურანდთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ეხმაურება.

მთავრობის მეთაური წერს, რომ შეხვედრაზე განხილული იყო სხვადასხვა სფეროში საქართველო-ევროკავშირის წარმატებული თანამშრომლობა.

„შევხვდი მარინა კალიურანდს, საქართველოს ნამდვილ მეგობარს და აქტიურ მხარდამჭერს. განვიხილეთ საქართველო-ევროკავშირის წარმატებული თანამშრომლობა რიგ სფეროებში. შევთანხმდით, რომ პოლიტიკურ დიალოგს, დაინტერესებულ მხარეებს შორის, არსებითი მნიშვნელობა აქვს. ევროპარლამენტის მზარდი ჩართულობა ხელს შეუწყობს საქართველოს შემდგომ დაახლოებას ევროკავშირთან", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.