გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ირაკლი ღარიბაშვილი დევიდ მაკალისტერთან შეხვედრის შესახებ: მქონდა შესანიშნავი შესაძლებლობა, გამეზიარებინა ინფორმაცია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის შესახებ

17-03-2021

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში" ეხმაურება.

მთავრობის მეთაური წერს, რომ საქართველოს ურყევი გადაწყვეტილებაა, განახორციელოს ყველა აუცილებელი რეფორმა, რათა 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე შეიტანოს განაცხადი.

„გვქონდა ძალიან ნაყოფიერი მოლაპარაკებები დევიდ მაკალისტერთან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების რიგ საკითხებზე. მქონდა შესანიშნავი შესაძლებლობა, გამეზიარებინა ინფორმაცია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის შესახებ. საქართველოს ურყევი გადაწყვეტილებაა, განახორციელოს ყველა აუცილებელი რეფორმა, რათა შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.