გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

სპორტული კომპლექსებისა და სტადიონების მშენებლობა აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებშიც განხორციელდება

18-03-2021

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ,,პროექტების მართვის კომპანიის'' წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. თორნიკე რიჟვაძე გაეცნო ინფორმაციას კომპანიის მიერ უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ.

პანდემიის მიუხედავად, აქტიურად გრძელდება მასშტაბური პროექტების განხორციელება. დასკვნით ეტაპზეა ბათუმის სპორტული კომპლექსის მშენებლობა, რომელიც ზაფხულში დასრულდება. მიმდინარეობს ჩაქვის ძალოსანთა ბაზის მშენებლობა.

სპორტული კომპლექსებისა და სტადიონების მშენებლობა აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებშიც განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის სტადიონს, რომელსაც უკვე მიენიჭა UEFA-ს მე-4 კატეგორია, საფეხბურთო მატჩებს მაისიდან უმასპინძლებს.