გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ეკატერინე ტიკარაძე: ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება

19-03-2021

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „ასტრა ზენეკას“ მიმართ გაკეთებული დასკვნის საფუძველზე, პრეპარატი აღიარებულია, როგორც უსაფრთხო ვაქცინა და რომლის შემთხვევაშიც სარგებელი რისკს აღემატება.

"ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა ევროპის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან.

„ასტრა ზენეკას“ მიმართ გაკეთებულია დასკვნა, რის საფუძველზეც ის არის აღიარებული, როგორც უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც აქვს გაცილებით მეტი სარგებელი ვიდრე რისკი.

საქართველოში „ასტრა ზენეკით“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება. ჩვენ გვაქვს სტატისტიკური მონაცემები "ასტრა ზენეკასთან" მიმართებაში, როდესაც 17 მილიონ ვაქცინირებულ ადამიანზე მოხდა მხოლოდ 41 შემთხვევის დაფიქსირება და ამ 41 შემთხვევიდან არცერთი არ ყოფილა ლეტალური" - განაცხადა მინისტრმა.