გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2021    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი ღარიბაშვილი: დათა ვანიშვილი წლების განმავლობაში უტეხად დარაჯობდა საკუთარ მიწა-წყალს და ბოლომდე არ შეეპუა ოკუპაციას

19-03-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც პრემიერის „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, დათა ვანიშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც უარი თქვა საკუთარი სახლის მიტოვებაზე და ცხოვრება გაუსაძლის პირობებში, მავთულხლართებს მიღმა არჩია.

„მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს გამორჩეული მოქალაქის დათა ვანიშვილის გარდაცვალების გამო.

ეს ის ადამიანია, რომელმაც უარი თქვა საკუთარი სახლის მიტოვებაზე და ცხოვრება გაუსაძლის პირობებში, მავთულხლართებს მიღმა არჩია. იგი წლების განმავლობაში უტეხად დარაჯობდა საკუთარ მიწა-წყალს და ბოლომდე არ შეეპუა ოკუპაციას", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.