გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გუდამაყრის ხეობაში, საავტომობილო გზაზე კლდე ჩამოიშალა

24-03-2021

დუშეთის რაიონში ოშპიტელი-გუდამაყრის საავტომობილო გზაზე კლდე ჩამოიშალა და სამანქანო გზა ჩახერგა.

სმ დროისთვის გუდამაყრის ხეობა გარე სამყაროსაა მოწყვეტილი და ხეობის 22 სოფელი იზოლაციაშია.

მთავარი არხის ინფორმაციით, გზის გაწმენდითი სამუშაოები უსაფრათხოების ზომებიდან გამომდინარე ჯერ ვერ იწყება, რადგან არსებობს საშიშროება, რომ მთა მთლიანად დაიძრას.

ადგილზე დღეს დილიდან გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებსა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლებს ელიან. გაწმენდითი სამუშაოები კი იქ სავარაუდოდ სპეციალისტების რეკომენდაციების შესაბამისად დაიწყება.