გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ტატუნაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

22-03-2018

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცლებს.

"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო გმობს ცხინვალში საქართველოს მოქალაქის, საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანის არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის ფაქტს და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.


არჩილ ტატუნაშვილის, ისევე, როგორც 2016 წელს გიგა ოთხოზორიას მკვლელობა, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ქართველთა სიცოცხლის ხელყოფის, დატყვევების, წამებისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები მოსკოვის მიერ დაკვეთილი, აფხაზი და ოსი სეპარატისტების ხელით შესრულებული ქმედებებია.

გამომდინარე აქედან, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას და მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას.

მივმართავთ მშვიდობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მისიებს, გაეროს, ეუთოსა და ევროპის საბჭოს, საქართველოს მეგობარ ქვეყნებს, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტს მისცენ შესაბამისი შეფასება, უფრო ქმედითი და პრაქტიკული გახადონ მათი ძალისხმევა აფხაზეთის და ცხინვალის კონფლიქტების პოლიტიკური დარეგულირებისა და რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებისათვის" - აღნიშნულია განცხადებაში.

newposts