გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენ რომ მივაღწიეთ იმ უპრეცედენტო ხარისხს, რაც გვაქვს დღეს ჯარის კვებაში, ასეთი არასდროს ყოფილა

24-03-2021

„ჩაქაფულს ჭამს ჯარისკაცი აღდგომაზეო და ეს ნეგატივში ჩაგვითვალეს“ - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ში სტუმრობისას განაცხადა. მან ოპონენტების მხრიდან უსამართლო კრიტიკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჯარისკაცების კვებაზე ბრალდებები უსაფუძვლო და აბსურდულია.

„ეს, ქვეყანა არ უნდა გადავაყოლოთ პირად ინტერესებს. რაც შეეხება კვებას - ჩაქაფულს ჭამს ჯარისკაცი აღდგომაზეო და ესეც ნეგატივში ჩაგვითვალეს. სხვა ტენდერებს რაც შეეხება კვებაზე, ეთერში რაც ვიხილეთ, ეს იყო შეწყვიტეს კომპანიებთან ხელშეკრულებები და დააჯარიმესო. ჩვენ რომ მივაღწიეთ იმ უპრეცედენტო ხარისხს, რაც გვაქვს დღეს ჯარის კვებაში ასეთი არასდროს არ ყოფილა,“ - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ტენდერებს ატარებს შესყიდვების სააგენტო, რომელიც არის დამოუკიდებელი და ბრალდებები იმის შესახებ, რომ თავდაცვის უწყებამ მკაცრი ხელი გამოიჩინა და კომპანიები დააჯარიმა, ლოგიკას აცდენილია.