გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

არჩილ თალაკვაძე: "ქართული ოცნების" ლიდერობით, საქართველო არის დასავლეთის სანდო პარტნიორი და საერთო ღირებულებების ერთგული

24-03-2021

„მადლობას ვუხდი აშშ-ის სენატს საქართველოსთან დაკავშირებით მოსმენის დროს გამოხატული ორპარტიული მხარდაჭერისთვის. ქართული ოცნების ლიდერობით, საქართველო არის დასავლეთის სანდო პარტნიორი და საერთო ღირებულებების ერთგული",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე წერს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, საქართველო აგრძელებს დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას.

„რეგიონული არასტაბილურობის, კოვიდ-19-ის პანდემიის და ეკონომიკური სიძნელეების ფონზე, ჩვენ ვაგრძელებთ დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით",- ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის მიერ „ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.