გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

არჩილ თალაკვაძე: საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა მონაპოვარია, რომელიც ყველას გვაერთიანებს

25-03-2021

"ჩვენს თანამოქალაქეებს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია II-ს და სასულიერო პირებს ვულოცავ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს! ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რომელიც ყველას გვაერთიანებს და გვაძლევს რწმენას, რომ ერთიანობით, გულწრფელი მოღვაწეობით და სამშობლოს სიყვარულით ყველაზე დიდი მიზნების მიღწევა შეგვიძლია. რწმენა, ერთიანობა და ღირებულებათა დაცვა არის ის რაც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საზოგადოებას ძალიან სჭირდება",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც მოსახლეობას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე მიულოცა.

მისი თქმით, ავტოკეფალიის აღდგენის დღე უდიდესი წარმატება და მიღწევაა, რომლისთვისაც ჩვენი წინაპრები იღწვოდნენ და რომელიც კათოლიკოს პატრიარქ ილია II-ის ღვაწლით დაგვირგვინდა.