გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ირაკლი ღარიბაშვილი: თორნიკე რიჟვაძე არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მმართველი, ეფექტური მენეჯერი და ჩვენი გუნდის წევრი

25-03-2021

თორნიკე რიჟვაძე არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მმართველი, ეფექტური მენეჯერი, ჩვენი გუნდის წევრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია არის აბსურდი.

„აბსოლუტურად გაუგებარია და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული, დღევანდელი აჟიოტაჟი და რა თქმა უნდა ეს არის აბსურდი. ამაზე არ შეიძლება სერიოზული კომენტარი გავაკეთო", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.