გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

მე-12 ბატალიონი GDRP-ის წინამოსამზადებელ საველე წვრთნებს გადის

26-03-2021

თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეული საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP-T) ჩართვამდე წინამოსამზადებელ ოცეულის დონის სიტუაციურ სწავლება-შეფასებას გადის.

მე-12 ბატალიონის სამხედროები ოცეულის დონეზე თავდაცვით, თავდასხმით და ძალთა დაცვის ოპერაციებს ახორციელებენ. სწავლება ბრძანების გაცემას, ტაქტიკურ გადაადგილებას, ჩასაფრებას, თავმოყრის რაიონის დაკავებას, ჩასაფრებაზე რეაგირებას, რეიდს და სხვა საჭირო საკითხებს მოიცავს.

პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP-T) მაისიდან ჩაერთვება. GDRP-ის მიზანია საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლება ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველსაყოფად. პროგრამა ასევე, უზრუნველყოფს მათი დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას.