გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სოფელ აღაიანში წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

26-03-2021

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება. ამჟამად 500 კუბური მეტრი ტევადობის რეზერვუარის მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი“ახორციელებს.

სამუშაობის ღირებულება 2 437 956 ლარია და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ ფინანსდება.

მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, 750 კომლიან სოფელს წყლის პრობლემა დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდა. პროექტის განხორციელების შემდეგ კი მათ წყლის მიწოდება და შესაბამისად საყოფაცხოვრებო პირობები გაუუმჯობესდებათ. ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ეტაპობრივად,ფინანსური საშუალებებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტში პირველ რიგში სასმელი წყლის პრობლემა მოაგვაროს, რადგან იგი მოსახლეობისათის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.