გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გომბორის უღელტეხილზე პიკაპის ტიპის ავტომანქანა გზიდან გადავარდა

29-03-2021

გომბორის უღელტეხილზე გვიან ღამით გზის სავალი ნაწილიდან გადავარდნილი და ხეზე შეჯახებული პიკაპის სტილის ავტომობილი იპოვეს.

"მთავარი არხის" ინფორმაციით მანქანაში აღმოჩენილია სისხლის კვალი.

ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე არც მძღოლი და არც მგზავრები იმყოფებოდნენ. უცნობია ავტომობილის მფლობელის ვინაობაც, რადგან მანქანას სანომრე ნიშნები არ ეკეთა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.