გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2021    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ნათია თურნავა: ჩვენი ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობა „ნამახვანი ჰესის" აშენებაზე გადის

29-03-2021

ჩვენი ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ხაზი „ნამახვანი ჰესის" აშენებაზე გადის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „ენგურჰესზე" მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ეკონომიკის მინისტრი ჰესზე მიმდინარე სამუშაებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გაეცნო.

მინისტრის განცხადებით, „ნამახვანი ჰესი" იმ რამდენიმე მსხვილ ჰიდროსადგურთაგანია, რომელიც განამტკიცებს საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას.

„ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ იმისთვის, რომ „ნამახვანი ჰესის" აშენებასთან დაკავშირებული პროტესტი და ძირითადი კითხვები მოხსნილიყო. კერძოდ, იცით, რომ კაშხალი არ აშენდება მანამ, სანამ არ მოხდება სანდო ექსპერტების მიერ ყველა ძირითადი კვლევის გადამოწმება. ეს პასუხობს იმ წუხილს, რაც შეეხებოდა უსაფრთხოებასა და ეკოლოგიას. იქმნება ხეობის განვითარების 5-მილიონიანი ფონდი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ყველა საჭიროებას დააფინანსებს და საჭიროების შემთხვევაში კიდევ გაიზრდება. მშენებლობის ზედამხედველობისთვის შეიქმნება საზოგადოებრივი საბჭო და ისიც გააკონტროლებს, რომ ყველას ჩართულობა იყოს პროცესში. ამიტომ ობიექტური, რაციონალური შეკითხვა ამით მოვხსენით. ხალხი თვითონ გადაწყვეტს, თუ რაში დაიხარჯება ის 5 მილიონი. რაც შეეხება კომპენსაციებს, კომპანიამ უკვე 34 მლნ ლარამდე კომპენსაცია გასცა 280 ადგილობრივ ოჯახზე", - აღნიშნა ნათია თურნავამ.