გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2021    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მცენარეთა დაცვის დარგის განვითარების მხარდაჭერის მიზნით შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

31-03-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საქართველოს მცენარეთა დაცვის დარგის განვითარების მხარდაჭერის მიზნით შექმნილი სამეთვალყურეო საბჭოს რიგით მე-5 შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ხანიშვილი ხელმძღვანელობდა. მისასალმებელ სიტყვაში გიორგი ხანიშვილმა პანდემიის გამო ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, მიმდინარე წლის პრიორიტეტებსა და გეგმებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება მცენარეთა დაცვის მიმართულებით მოსალოდნელი რისკების წინასწარი განსაზღვრის საჭიროების საკითხებზე გაამახვილა.

შეხვედრაზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა ფიტოსანიტარიის განვითარების სტრატეგია, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები წარმოადგინეს. საუბარი შეეხო პანდემიის პირობებში საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ფიტოსანიტარიული კონტროლის საკითხს.

აღსანიშნავია, რომ მცენარეთა დაცვის დარგის განვითარების მიზნით შექმნილ სამეთვალყურეო საბჭოს ფარგლებში, რისკების ანალიზის და მოკლევადიანი სასწავლო კურსების უზრუნველყოფის სამუშაო ჯგუფები ფუნქციონირებს, რომელთა საქმიანობასაც შესაბამისი მიმართულებებით აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება წარმოადგენს.

სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრას სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დონორი ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრების ნაწილი შეხვედრაში, პანდემიის გამო, ონლაინ რეჟიმში მონაწილეობდა.