გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2021    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის ქმედებამ დაადასტურა ეჭვი, რომ სააკაშვილისთვის შეთანხმების ჩაშლა თვითმიზანი იყო

31-03-2021

პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დანიელსონთან, მოლაპარაკებებზე წარმოდგენილი დოკუმენტი არ შეიცავდა არავითარ პირობას რიგგარეშე არჩევნების შესახებ.

მისივე განცხადებით, გირაოს გადახდის შემთხვევაში, ნნართველმა პარტიამ ნიკანორ მელიას საქმეზე ამნისტიის კანონის მიღებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების გათვალისწინებით თანხმობა განაცხადა და რადიკალური ოპოზიციის უარი მათ ეჭვს იმის შესახებ, რომ სააკაშვილისთვის მოლაპარაკებების ჩაშლა თითმიზანი იყო - ამყარებს.

„ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ დოკუმენტი არ შეიცავდა არავითარ პირობას რიგგარეშე არჩევნებზე და მისი ჩატარების რაიმე პირდაპირ თუ არაპირდაპირ შესაძლებლობაზე.

"ქართული ოცნება" პასუხისმგებლობას იღებდა ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების პარლამენტში დასამტკიცებლად წარდგენამდე "ქართული ოცნება" იღებდა პასუხისმგებლობას საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ გადასინჯვაზე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. დოკუმენტში აისახა ჩვენი შეთავაზება, რომლის თანახმადაც გირაოს გადახდის შემთხვევაში "ქართული ოცნება" უზრუნველყოფდა 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის კანონის მიღებას. ჩვენ მხედველობაში მივიღეთ ამ თემასთან დაკავშირებული ყველა გარემოება და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების გათვალისწინებით გამოვთქვით თანხმობა ამნისტიის კანონთან დაკავშირებით, თუმცა ამ შეთავაზებაზეც ოპოზიციამ, როგორც ხედავთ უარი თქვა. რადიკალური ოპოზიციის ამგვარმა ქმედებამ დაადასტურა ჩვენი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ამ პოლიტიკური ძალის რეალური ლიდერისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის შეთანხმებების ჩაშლა თვითმიზანი იყო. საბოლოოდ ამგვარი მოქმედებებით სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები ზიანს მიაყენებენ არა ქართულ დემოკრატიას, არამედ თავიანთ პოლიტიკურ პარტიებს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.