გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2021    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბიძინა ივანიშვილი ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

31-03-2021

ბიზნესმენი და ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი, დიდი ქართველი ლოტბარისა და კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწის, ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"უდიდესი დანაკლისი განიცადა საქართველომ - ჩვენ დაგვტოვა დიდმა მამულიშვილმა, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულმა გამორჩეულმა შემოქმედმა, ანზორ ერქომაიშვილმა.

ანზორ ერქომაიშვილი ემსახურებოდა თითოეული ქართველისთვის ყველაზე ფასეულს - ჩვენს უნიკალურ კულტურას, ქართული პოლიფონიური მუსიკის გადარჩენის, აღდგენისა და მსოფლიოში ამ საგანძურის გატანის საქმეს.

მე და ჩემმა ოჯახმა დავკარგეთ გულითადი მეგობარი, რომელიც ყოველთვის მაგალითი იყო ჩვენთვის, თუ როგორ უნდა ემსახურო შენს ხალხსა და ქვეყანას. ვიზიარებ ამ დიდ ტკივილს და ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს, მთელ საქართველოს" - ნათქვამია ივანიშვილის სამძიმრის წერილში.