გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ონში ზვიად გამსახურდიას სახელობის ქუჩა გაიხსნა

31-03-2021

ქალაქ ონში მდინარე რიონის მიმდებარედ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ქუჩის გახსნის ცერემონია გაიმართა.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით ქ. ონში, ირინე სხირტლაძის ქუჩას (მდ. ჭალულის ხიდიდან მდ. რიონზე ხიდის ჩათვლით მონაკვეთი) ეწოდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის- გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი მაქარაშვილი, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ქრისტინა კობახიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ქალაქ ონის მოსახლეობა.

"სიმბოლური იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის საიუბილეო 30-ე წლისთავზე და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელობის ქუჩის გახსნა, რადგან 1991 წელს, ზვიად გამსახურდიას ძალისხმევით მიწისძვრით დაზარალებულ ონის მუნიციპალიტეტში აღმშენებლობა დაიწყო და იმ პერიოდში პრეზიდენტის რაჭაში სტუმრობამ სასოწარკვეთილ ადგილობრივ მოსახლეობას იმედი ჩაუსახა" - აცხადებენ ონის მერიაში.

ღონისძიებაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ზვიად გამსახურდიას პიროვნების შესახებ და ქართველი ერის ისტორიაში რეფერენდუმის დღის მნიშვნელობაზე. ღონისძიება ანსამბლის „რაჭა“ შესრულებული მრავალჟამიერით დასრულდა.