გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თელავში ავარიას 23 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

23-03-2018

თელავში ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა რუსთაველის ქუჩაზე ავტომანქანა ხეს შეეჯახა, შედეგად 23 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა.

მძიმე დაზიანებები მიიღეს მანქანაში მყოფმა მამა-შვილმა. ორივე მათგანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
ექიმის ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმეა.
მისივე თქმით, მამაკაცი გულმკერდის დაზიანებებით რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, ახალგაზრდა კი, თავის ტრამვებით ნეიროქირურგის დაკვირვების ქვეშ იმყოფება. 
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

knews.ge