გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ირაკლი ღარიბაშვილი: გულითადად გილოცავთ მაცხოვრის აღდგომას ყველას, ვინც დღეს ზეიმობთ ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის უდიდესს

4-04-2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ყველას, ვინც დღეს მაცხოვრის აღდგომას ზეიმობს, დღესასწაულს ულოცავს.

„გულითადად გილოცავთ მაცხოვრის აღდგომას კათოლიკური, ლუთერანული და სომხეთის სამოციქულო ეკლესიების წევრ თანამოქალაქეებს, ყველას, ვინც დღეს ზეიმობთ ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის უდიდესს.

საყოველთაო განახლებისა და უკეთესი მომავლის რწმენის ამ წმინდა დღეს ვუერთდები თქვენს სიხარულს და ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და მშვიდობას ვუსურვებ თქვენს ოჯახებსა და ჩვენს სამშობლოს", - წერს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ფეისბუქში".