გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ქალი მსჯავრდებულებისთვის თექის დამუშავების ტექნოლოგიაზე მასტერკლასი გაიმართა

4-04-2021

#5 ქალთა სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის მორიგი ონლაინ ჩართვა შედგა.

ამჯერად, მსჯავრდებულებმა სათამაშოებისა და ფიგურების თექით დამუშავების ტექნოლოგიის მასტერკლასი მოისმინეს. ორდღიანი ონლაინ ჩართვის ფარგლებში, მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ჰქონდათ მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელთან ერთად , მასალაზე პრაქტიკულად ემუშავათ და ამ მიმართულებით ცოდნა კიდევ უფრო გაეღრმავებინათ.

აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი და ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი #5 ქალთა სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე მეორე აქტივობას ახორციელებს. ერთობლივად, მომავალშიც კიდევ არაერთი პროექტის ჩატარება იგეგმება.