გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ბოლნისის გამწვანების სამსახური საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში სხვადასხვა ყოველდღიურ ღონისძიებებს ასრულებს

5-04-2021

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახური საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში განაგრძობს სხვადასხვა სახის სამუშაოებს .

დღევანდელი დღე ქალაქ ბოლნისში, მარადმწვანე დეკორატიული ბუჩქები გაკრეჭით დაიწყო. ამასთანავე, ახალნარგავების დამცავი ღობეების გამაგრებისა და დაზიანებული კონსტრუქციის ახლით ჩანაცვლების სამუშაოებიც განახორციელდა.

ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე კი გზის გამყოფ მწვანე ზოლსა და სკვერებში სხვლა-ფორმირების ღონისძიებები ჩატარდა .

ასევე მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, ტროტუარებზე მიმდებარედ ხის ტოტები გაისხლა.