გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ლერი ბარნაბიშვილმა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გამართა

5-04-2021

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლერი ბარნაბიშვილმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პირველ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, რწმუნებულის მოადგილეები, მუნიციპალიტეტის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები დაესწრნენ. მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რეგიონის პირველ პირებთან ერთად ექვსივე მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული საკითხები განიხილა. საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს, როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით.

"ლერი ბარნაბიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ესაუბრა, რადგან რეგიონები ეკონომიკური თუ ინფრასტრუქტურული მიმართულებით კიდევ უფრო განვითარდნენ და გაძლიერდნენ" - აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.