გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

იმერეთის რეგიონს მალე ახალი პროფესიული სასწავლებელი შეემატება

6-04-2021

იმერეთის რეგიონში პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაში ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ წყალტუბოში თანამედროვე სტანდარტების კოლეჯი შენდება. პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით ხორციელდება და მისი ღირებულება ექვს მილიონ ლარამდეა.

სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ლევან კიკნაველიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

თანამედროვე სტანდარტებისა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კოლეჯი ფუნქციონირებას 2021-2022 სასწავლო წლიდან დაიწყებს და რეგიონის საჭიროებებიდან გამომდინარე, მსურველებს ძირითადად ტურიზმის, საინჟინრო-ტექნოლოგიებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებების პროგრამებს შესთავაზებს.