გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა: არ ვფიქრობ, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს

6-04-2021

ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას განცხადებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ხელახლა არ უნდა ჩატარდეს, რადგან შეიძება იგივე მოვლენები განმეორდეს და მხარეები შედეგებზე კვლავ ვერ შეთანხმდნენ.

„ქრონიკასთან“ ინტერვიუში მან ასევე განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე შეთანხმების მიღწევაა საჭირო.

„გულწრფელად რომ გითხრათ მე არ ვფიქრობ, რომ საპარლამენტო არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს, რადგან ოპოზიციის მხრიდან ახლა თუ არ არის ნდობა არჩევნების შედეგების მიმართ, რა გარანტიაა, რომ იგივე არ მოხდება. შეიძლება ოპოზიციამ არჩევნების სამართლიანობა და შედეგები ისევ ეჭვქვეშ დააყენოს. ხელისუფლება იტყვის, რომ არჩევნები იყო სამართლიანი, თავისუფალი ანუ ზუსტად იგივე სიტუაციას მივიღებთ. ამიტომ, პირველად რაც უნდა მოხდეს ეს არის საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე შეთანხმების მიღწევა, იმისათვის, რომ მოვლენების განმეორება არ მოხდეს“ - განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.