გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2021    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ვეტერანებისთვის ფოთში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება

6-04-2021

მიმდინარე წლის 10 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, სამედიცინო ცენტრი ''ვივამედის'' ექიმები (კარდიოლოგი, თერაპევტი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, ქირურგი, გინეკოლოგი, ოფთალმოლოგი, გასტროენტეროლოგი, ოტო-რინო-ლარინგოლოგი), ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მრავალპროფილურ, უფასო სამედიცინო გამოკვლევებს (მათ შორის_ ექოსკოპია, კარდიოგრამა) ჩაატარებენ.

ბენეფიციარების მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან.

საკონტაქტო პირი: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელი ფოთში, დათო კვარაცხელია. ტელ: 597 96 19 04

მისამართი: ქ.ფოთი, დავითაიას ქ. N1; 201-ე გემსაშენი ქარხნის ადმინისტრაციული შენობის პირველი სართული. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და სამედიცინო ცენტრ ''ვივამედს'' შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე წლის 26 თებერვალს გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას.