გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის ჭადრაკის ტურნირი ჩატარდა

7-04-2021

სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, #11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ჭადრაკის ტურნირი მოეწყო. ღონისძიება ონლაინ რეჟიმში შედგა და მასში მონაწილეობა თოთხმეტმა მსჯავრდებულებმა მიიღო.

ტურნირის შედეგად გამარჯვებულები გამოვლინდნენ და მათ საჩუქრად ჭადრაკის დაფები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანი მსჯავრდებულები დაწესებულებაში ყოფნის დროს ჭადრაკს აქტიურად თამაშობენ და სპორტის ამ სახეობის მიმართ მათ დიდი ინტერესი აქვთ.


ტურნირი მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ინიციატივითა და მაია ჩიბურდანიძის სახელობის „ჭადრაკის დედოფლის აკადემიის" მხარდაჭერით განხორციელდა.