გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პაპუნა მარგველიძემ ონში სამუშაო შეხვედრა გამართა

8-04-2021

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე, საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე, მერის და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, ასევე მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, ესწრებოდნენ.

შეხვედრის მიზანი მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სფეროში არსებული ვითარების გაცნობა იყო.

სახელმწიფო რწმუნებულმა მოისმინა ინფორმაციები მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას დაეთმო.

შეხვედრაზე იმსჯელეს ქალაქში წყალმომარაგების პრობლემის მოგვარების გზებზე, ისაუბრეს რამდენიმე ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ, რომელთა დაწყებაც ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს იგეგმება.

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი მაქარაშვილი, მოადგილე ლაშა ჭიჭინაძე, რეგიონალური პროექტების სამსახურის უფროსი ლევან ცხვედიანი ესწრებოდნენ.