გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ძლერმა ქარმა ტყვარჩელსა და ოჩამჩირეში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა

21-11-2017

აფხაზეთში მოსულმა ძლერმა ქარმა ტყვარჩელის და ოჩამჩირეს რაიონში ელექტროგადამცემი ხაზები ჩამოგლიჯა, რის გამოც მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე რჩება, ამის შესახებ კომპანია „ჩერნომორენერგოს“ პრეს სამსახური ევრცლებს ინფორმაციას.

„უმოკლეს დროში ელექტროენერგიის აღსადგენად, ავარიის ადგილზე „ჩერნომორენერგოს“ ბრიგადები მუშაობენ“, - განუცხადა „აფსნიპრესს“ კომპანიის წარმომადგენელმა ვალერი პენტიუხოვმა.

გამოცემის ცნობით, შავი ზღვისპირეთის სანაპიროს ტერიტორია სამშაბათს დღის მეორე ნახევარში, ყირიმის ნახევარკუნძულიდან მომავალი ციკლონის ცენტრში აღმოჩნდა, რასაც ამინდის გაუარესება, კერძოდ, ძლიერი წვიმა და ქარი მოყვა.


წყარო: რადიო "ათინათი"