გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

პანკისის ხეობის მოსახლეობის ნაწილი ჰესის მშენებლობას აპროტესტებს

23-03-2018

პანკისის ხეობის მოსახლეობის ნაწილი „ხადორი 3" ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. ამ წუთებში მოსახლეობა სოფელ ბირკიანშია შეკრებილი და ჰესის მშენებლობის შეჩერებას ითხოვს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ჰესის არსებობა საფრთხეს შეუქმნის ხეობას. 
"ეს ჰესი რომ გაკეთონ, ბევრი პრობლემა იქნება. მათ შორის აღარ იქნება სარწყავი და სასმელი.ზაფხულში საბანაო ადგილებიც დაშრება, საფრთხე შეექმნება ხეობაში ტურიზმის განვითარებასაც. არსებობს დასკვნა, რომ საფრთხის წინაშე დადგება ხეობა. ეს ჰესი რომ ააშენონ, ჩვენ არანაირი სარგებელი არ გვექნება, გადასახადზეც კი არ გვექნება შეღავათი, ამიტომ არ გვინდა ამ ჰესის მშნებლობა", - განაცხადა აქციის მინაწილე გივი ბორჩაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"