გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დღეს დედაენის დღეა

14-04-2021

დღეს საქართველოში დედაენის დღეს აღნიშნავენ, რომელიც 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებთან დაკავშირებით 1990 წლიდან აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს ქართველი სტუდენტებმა საპროტესტო აქციები და მანიფესტაციები დაიწყეს.

მათი პროტესტი ეხმიანებოდა მოსალოდნელ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა.
სტუდენტების პროტესტმა შედეგი გამოიღო და ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

ზუსტად 41 წლის წინ რუსთაველის გამზირზე გამოსულმა ათასობით ადამიანმა საკუთარი პროტესტით მიაღწია სასურველ შედეგს და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის ნებას, გაუქმებულიყო ქართული, როგორც სახელმწიფო ენა.