გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

რუსი სამხედროების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები გაათავისუფლეს

23-03-2018

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქეები - იოსებ გუნდიშვილი და დავით გერკეულიგაათავისუფლა. ისინი ქართულ მხარეს დღეს, ერგნეთის საგუშაგოსთან გადასცეს.

იოსებ გუნდიშვილი და დავით გერკეული რუსმა სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში 22 მარტს დააკავეს. ადგილობრივების ინფორმაციით, გუნდიშვილი და გერკეული წმინდა გიორგის სალოცავთან დააკავეს, სადაც  მოსალოცად ავტომანქანით მიდიოდნენ. საქართველოს მოქალაქეები ჯერ არცევის რუსულ სამხედრო ბაზაზე, შემდეგ კი ოკუპირებულ ცხინვალში გადაიყვანეს.

reginfo.ge