გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ივანე ჩხაიძე: ქვეყანა მეორე ლოქდაუნს და პაციენტების ამ რაოდენობას ვეღარ გაუძლებს

14-04-2021

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანლის, თსსუ-ს პროფესორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, თუ ქვეყანაში ეპიდსიტუაციის ეს ტენდენცია შენარჩუნდება და მდგომარეობა ისევ ნოემბრის თვის მსგავსად დამძიმდება, ქვეყანა წარმოუდგენელ შედეგებამდე მივა.

მისივე განცხადებით ქვეყანა მეორე ლოქდაუნსა და პაციენტების დიდ რაოდენობას ვერ გაუძლებს.

„თუ ჩვენ ეს ტენდენცია შევინარჩუნეთ, თუ ჩვენ სასწრაფოდ არ გავითავისეთ, რომ აი ამ ზრდას შესაძლებელია მოყვეს იგივე მდგომარეობაში დაბრუნება, რაშიც იყო ქვეყანა ნოემრის ბოლოს, ეს იქნება სრულიად წარმოუდგენელი შედეგი, ვინაიდან ქვეყანა ვერც მეორე ლოქდაუნს და ვერც პაციენტების ამ რაოდენობას ვეღარ გაუძლებს“ - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.